{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით ხარაგაულში   საქველმოქმედო აქცია განხორციელდა

    ა(ა) იპ  ,,მოქალაქეთა  ჩართულობისა და ინფორმირების  ცენტრმა“ (დირექტორი ეკა შავიძე) მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. დღეს, ცენტრის თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს   საჩუქრად პირველდი მოხმარების მედიკამენტები გადასცეს.  აღნიშნული აქცია, ,,მოქალაქეთა  ჩართულობისა და ინფორმირების  ცენტრმა“, საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ მხარდაჭერით განახორციელა.  

    აისოლი, ენოზიდი,  ეფექტი C, ვიტამინი C, კარდიო ფორსი, კეტამო, კოლინი, კორსიზი, ლიზლი, პერინი, რაუნატინი, ცეტეკი, კეტო-გელი, სალბესანი,  დიდროფი, ცენტროვიტი - ეს იმ მედიკამენტების ჩამონათვალია, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცათ.

    ,,მოქალაქეთა  ჩართულობისა და ინფორმირების  ცენტრი“,   მადლიერებას გამოხატავს  საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელობის მიმართ,  ასეთი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმის განხორციელებისთვის.

    5 ივლისი 2016

    ნანახია: 1092 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი