{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება წარმოადგინა. ა(ა)იპ „სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრისთვის“, სუბსიდიის სახით 6 000 ლარი წარმატებული სპორტსმენების წახალისებისთვის გამოიყო. აღნიშნული თანხიდადან 1000 ლარი კიცხში საზოგადოებრივი სახლის მშენებლობის ფონდიდან დაიზოგა, ხოლო 5 000 ლარი სოფლის მეურნეობის განვითარების მუხლიდან გამოიყო. წარმოდგენილ საბიუჯეტო ცვლილებაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ისმჯელა და დასკვნა წარმოადგინა. კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, სპორტსმენების წახალისება მისასალმებელია,  მაგრამ თანხები სოფლის მეურნეობის განვითარების მუხლიდან არ უნდა გამოიყოს. მისი აზრით, ისედაც შემცირებულ სოფლის მეურნეობის პროგრამების სუბსდიას, კიდევ თანხებს არ უნდა ვაკლებდეთ. ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა თავად უნდა შეარჩიოს ის სპორტსმენები, რომლებიც წარმატებულები არიან, შემდეგ  წარმოადგინოს სია და დაასაბუთოს არგუმენტები, რა კრიტერიუმებით შეარჩია ისინი.

    სოფლის მეურნეობის განვითარების მუხლიდან თანხის გადატანა გააპროტესტა ასევე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა, რაც გახდა კიდეც საფუძველი იმისა, რომ მან სპორტსმემების წახალისებისთვის თანხის ჩარიცხვას მხარი არ დაუჭირა. „მოგცემთ მითითებას, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან გაიღეთ ეს თანხა და გადაურიცხეთ სპორტის განვითარების ცენტრს“- დასძინა თორნიკე ავალიშვილმა.

    ინგა მაღრაძის განმარტებით, საკრებულოს ისედაც შემცირებულ წარმომადგენლობით ხარჯებს კიდევ ვერ შეამცირებენ. საკრებულოს თავმჯდომარემ დაასაბუთა, რომ წარმომადგენლობით ხარჯებში ჩადებული თანხა, იმ ღონისძიებებისთვისაა საჭირო რაც მის ფარგლებშია დაგეგმილი.

    საბოლოოდ, დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილებას კენჭი უყარეს. წარმატებული სპორტსმენების წახალისებას, მხოლოდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა არ დაუჭირა მხარი“.

    დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე 8 საკითხი განიხილეს. მათ შორის მოისმინეს გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის ანგარიში. 

    4 ივლისი 2016

    ნანახია: 543 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი