{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბიუროს წევრებმა საბიუჯეტო ცვლილებაზე იმსჯელეს


    დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა პირველ საკითხად საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს, რომელიც მათ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.
    საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით, ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების წახალისების მიზნით, საჭიროა ბიუჯეტიდან ექვსი ათასი ლარი გამოიყოს. ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხა გადმოტანილი უნდა იქნას შპს „სანარგე მეურნების“(5 ათასი ლარი) და ინფრასტრუქტურული პროექტების (ათასი ლარი) ხარჯებიდან.
    აღნიშნულ საკითხის განხილვა დებატების ფონზე წარიმართა.საკრებულოს თავმჯდომარის ინგა მაღრაძის განცხადებით, წარმატებული სპორტსმენებისათვის წახალისების სახით, თანხის გასაცემად საჭიროა სწორი ფორმა შეირჩეს. მან საკითხის შესწავლა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას დაავალა.
    ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს კიცხის საზოგადოებრივი ცენტრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე გადაცემის საკითხი. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის არჩილ ლურსმანაშვილის განცხადებით, კიცხის საზოგადოებრივი სახლის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები თუ რა ვადით გადაეცეს იუსტიციის სამინისტროს. ,,ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს, რომ საზოგადოებრივი სახლის პირველი სართული მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარჩეს, ხოლო რაც შეეხება კიცხის საზოგადოებრივ ცენტრის საჭირო ინვენტარით აღჭურვას, ამ საკითხის მოგვარებას იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს“- აღნიშნა არჩილ ლურსმანაშვილმა.
    აღნიშნულ საკითხებს საკრებულო 4 ივლისის სხდომაზე განიხილავს.

    29 ივნისი 2016

    ნანახია: 411 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი