{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • იმერეთის ,,მან-სან-კანის“ ფესტივალი 30 ივნისს ქუთაისის ოპერის თეატრში ჩატარდება

     

    გუნდი ,,ხარაგაულის დროით“  იმერეთის ,,მან-სან-კანის“ ფესტივალზე ხარაგაულური იუმორით წარსდგება.

    იმერეთის ,,მან სან კანის“ ფესტივალი, რომელშიც 12 მუნიციპალიტეტის მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდები ღებულობენ მონაწილეობას 30 ივნისს  ქუთაისის ოპერის თეატრში ჩატარდება.

    ხარაგაულელი მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდი ,,ხარაგაულის დროით“ ფესტივალისათვის აქტიურად ემზადება. გუნდთან გამგებლის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში მამუკა ჭიპაშვილი და კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით ჩადუნელი მუშაობენ. 

    მამუკა ჭიპაშვილი: ,,როგორც  აღნიშნავენ ჩვენ  განსხვავებული იუმორი გვაქვს, რომელიც ძალიან უხდება სცენას. მოგეხსენებათ, ქუთაისი იუმორის ქალაქია, ქუთაისურ იუმორს ბევრი რაიონი ბაძავს.  ჩვენ ვფლობთ ჩვენ იუმორს, ,,მან-სან-კანზე“ ყოველთვის  წარმოვადგენთ  ხარაგაულურ იუმორს. ხარაგაულში ნიჭიერი ბავშვები არიან,  მღერიან, ცეკვავენ და სცენაზე თავს საკმაოდ ლაღად გრძნობენ. ვფიქრობთ, საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოსვლა გვექნება“.

    ხარაგაულში პირველი მხიარულთა საზრიანთა კონკურსი 1997 წელს ჩატარდა. 20 წელია, რაც ხარაგაულში ,,მან სან კანი“ დაიწყო. მომავალ წელს საიუბილეო თარიღია, ხარაგაული შეეცდება ეს თარიღი სათანადოდ აღნიშნოს.

     

    29 ივნისი 2016

    ნანახია: 917 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი