{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი უკრაინაში ევროკავშირის  და ევროპის საბჭოს მიერ    ორგანიზებულ სემინარებს ესწრება

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი უკრაინაში ქალაქ კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში კობა ლურსმანაშვილი ქართველ კოლეგებთან ერთად ევროკავშირის  და ევროპის საბჭოს მიერ  2015-2017 წწ. პროგრამული თანამშრომლობის (PCF) ფარგლებში სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინასა და ბელარუსისთვის ორგანიზებულ სემინარებს ესწრება. სემინარი სახელწოდებით „საზოგადოებრივი ეთიკა ადგილობრივ დონეზე - ხედვიდან მოქმედებამდე“, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური საფუძვლების გაძლიერების“ თემატური პროგრამის ფარგლებშია ორგანიზებული, რომელიც დემოკრატიის საკითხების გენერალურ დირექტორატთან ერთად ხორციელდება.

    სემინარის სამუშაოები ძირითადად მიმართულია გამგებლების და მერების ინფორმირების დონის და საჯარო პოლიტიკაში უფრო მაღალი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრების მზაობის გაზრდაზე.

    სემინარის თემებია : საზოგადოებრივი ეთიკის ევროპული პერსპექტივა ადგილობრივი  მმართველობის ორგანოებში, საერთაშორისო პოლიტიკა და ევროპული სტანდარტები, ანგარიშველდებულება და ეთიკური ყოფაქცევა, ადგილობრივი არჩევითი წარმომადგენლები როგორც მისაბაძი მაგალითები, ეთიკისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, გამჭვირვალობა და ღიაობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

    შეხვედებზე ქართველი და ევროპელი კოლეგები ერთმანეთს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების ეთიკური პოლიტიკის განვითარების გზების გამოცდილებას გაუზიარებენ.

    სემინარებზე ასევე განხილული იქნება საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრინციპები, აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო შესყიდვებზე როგორც მნიშვნელოვან დარგზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ხარისხის ამაღლების მიზნით უნდა განვითარდეს.

    სემინარები 21 ივნისს დაიწყო და  23 ივნისს დასრულდება.

     

     

     

     

    23 ივნისი 2016

    ნანახია: 932 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი