{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინინიშნება

    23 ივნისს, ხარაგაულში დევების წყაროდან,  საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური გარბენი 12 საათზე  დაიწყება და დაბის ტერიტორიაზე, კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელთან დასრულდება.

    ოლიმპიური გარბენის ჩატარებას და მასში მოსახლეობის ჩართულობას გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუკეთებს ორგანიზებას.

    ოლიმპიურ რბენაში გამარჯვებულებს და მონაწილეებს  სპეციალური პრიზები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადაეცემათ, სერტიფიკატების მიწოდებას მუნიციპალიტეტებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

      ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ყველა ქალაქში ეწყობა მასობრივი მძლეოსნური გარბენი.

    2016 წელი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების XXXI წელია.  თამაშებ წელს, ბრაზილიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს. საქართველოში ოლიმპიური რბენის დღის მაღალ დონეზე ჩატარება, გარკვეულწილად, რიო დე ჟანეიროში ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაც იქნება.

     

    22 ივნისი 2016

    ნანახია: 403 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი