{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში,ხარაგაულში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საეჭვო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. როგორც 21 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, ხარაგაულის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს ფლანგავს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამარტივებული წესით  რამდენიმე დღის შექმნილ კომპანიებს აძლევს,  „რაც კორუფციული გარიგებების საფუძვლიან ეჭვს აჩენს“.  

    განცხადებაში საუბარია ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ხარაგაულში 8 ქუჩის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო. აღსანიშნავია, რომ  აღნიშნულ ქუჩებზე  სამუშაოების შესასრულებლად,  ხელშეკრულება კომპანია „ჯი-აი-დი“-სა და წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს აკაკი მაჭავარიანს შორის, რომელიც იმ დროისათვის ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი უფლებამოსილი პირი გახლდათ  2013 წელს დაიდო. განვმარტავთ, რომ 2013 წლის 10 სექტემბერს შპს ,,ჯი-აი-დი“ - მ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაბა ხარაგაულში 8 ქუჩის კაპიტალური შეკეთება შეასრულა. მათ შორის, თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩაზე 735 კვ.მ - ზე  რიყის ქვაფენილი მოეწყო. სამუშაოები პროექტის მოთხოვნების სრული დაცვით ჩატარდა. ვინაიდან აღნიშნული ქუჩა  რთული რელიეფის გამო ძირთადად   ფეხით მოსიარულეთა გადაასადგილებლად გამოიყენება, მოსახლეობის მხრიდან გაჩნდა გარკვეული პრეტენზიები ქვაფენილზე არაკომფორტული გადაადგილების გამო. მოსახლეობის  მოთხოვნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სხვა ქუჩებზე შესრულებული სამუშაოებიდან  მიღებული  ეკონომიით,  აღნიშნულ ქუჩაზე  ბეტონის საფარის დაგება, ვინაიდან ქვაფენილის სახით მყარი საფუძველი  მოწყობილი  იყო, მინიმალური დანახარჯებით მოახდინა. მართალია, აღნიშნულ ქუჩაზე გარკვეული დამატებითი ხარჯების გაწევა მოხდა, მაგრამ  საერთო ჯამში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 ქუჩის რეაბილიტაცია მთლიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს არ გაცდენია. სწორედ  აქედან გამომდინარე განცხადება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით აბსურდული და უსაფუძვლოა.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანშვილი ხარაგაულის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საეჭვო კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებას  წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და პროექტის შეცვლის მართლზომიერებასთან დაკავშირებით  კომენტარს  აკეთებს. 

     

     

    22 ივნისი 2016

    ნანახია: 1398 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი