{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  თოჯინების თეატრი სპექტაკლით ,,სამი გოჭის ზღაპარი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოივლის

     

    ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების სახალხო თეატრმა დღეს ბავშვებისათვის პრემიერა გამართა. ,,სამი გოჭის ზღაპარი“ - ასე ეწოდება ინგლისურ ზღაპარს,რომელიც თეატრის რეპერტუარში ახალია. სპექტაკლით პატარა მაყურებლები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ. ბავშვებმა ძალიან იხალისეს მგელისა და სამი გოჭის ამბავზე.

    თოჯინების თეატრისთვის ეს რიგით მე-6  სპექტაკლია. თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, ახალ სპექტაკლს რამდენიმე ნიშნის მიხედვით გამოარჩევს.

    ირინე ჩხეიძე: ,, ვფიქრობ ეს სპექტაკლი, გამორჩეულია სხვა სპექტაკლებისაგან. 2014 წელს ჩვენ ვიყავით თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალზე, სადაც სპექტაკლზე მუშაობის, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვგულისხმობ, როგორც მსახიობის ოსტატობას , ისე სცენის დეკორაციის განლაგებას  და სივრცის ათვისებას. ახალი სპექტაკლისთვის დავამზადეთ, გადასატანი თეჯირი, გავაკეთეთ სრულიად ახალი დეკორაცია, თამაში გადავიდა სცენის სივრცეში. სპექტაკლისთვის თოჯინები დავამზადეთ საგარეჯოს თეატრში, სადაც თოჯინების თეატრის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ორი წლის წინ მათ თეტარის 75-ე სეზონი გახსნეს.

    კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი სპექტაკლით ,,სამი გოჭის ზღაპარი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოივლის.

     

     

     

    30 მარტი 2016

    ნანახია: 941 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი