{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული შეხვედრები 28 მარტს დამთავრდა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ფხალაძემ და წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსმა გია ჭიპაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაასრულეს.
    ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჯამში 78 სოფლისა მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მათთან ერთად იმსჯელეს.
    წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროგრამის ფარგლებში 685 ათას 310 ლარი დაიხარჯება.
    მალხაზ ფხალაძე(ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი): ,,შეხვედრებზე მოსახლეობა ძირითადად სოფლის საუბნო გზების შეკეთებას ითხოვდა . თანხის სიმცირის მიუხედავად, ბევრ სოფელში გზის რთულ მონავეთებზე ბეტონის საფარის დაგება გადაწყდა. პრიორიტეტული იყო ასევე წყლის სისტემის მოწყობა, დაწყებული მშენებლობების დასრულება, როგორიცაა სარიტუალო სახლები, წისქვილები, ბიბლიოთეკები და ა.შ. საერთო ჯამში, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებმა დადებითად ჩაიარა, მოსახლეობა აქტიური იყო მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხების განხილვა–გადაწყევეტაში. დაფიქსირდა განსხვავებული აზრები, თუმცა საბოლოოდ ყველა პროექტი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა.“

    „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ უმთავრესად კონკრეტული სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლადაა მიმართული.
    შეხვედრები ასევე მიზნად ისახავდა მოსახლეობისა და ადგილობრივი მთავრობის დაახლოებას, პრობლემების ადგილზე გაცნობასა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით მათი მოგვარებისათვის სათანადო გზების დასახვას.

     

    29 მარტი 2016

    ნანახია: 506 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი