{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • კონკურსი   მუნიციპალიტეტის  საჯარო  სკოლის უფროსკლასელების მონაწილეობით ზონების მიხედვით ჩატარდება 

    კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის 5 აპრილიდან დაიწყება. აღნიშნული პროექტი ხარაგაულში მეორედ ტარდება. კონკურსის მიზანია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია, ასევე მომავალი თაობისათვის ხარაგაულის კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და გამოჩენილი ადამიანების შესახებ  ცოდნის გაღრმავება.

    კონკურსში მონაწილეობას VIII – XII კლასის  მოსწავლეები მიიღებენ. სკოლას წარმოადგენს  გუნდი, რომელიც 6 მონაწილისგან იქნება დაკომპლექტებული. პროექტს „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ , ა(ა)იპ „ხარაგაულის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის,განათლების,  სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახორციელებს.

    კონკურსი შემდეგი განრიგის მიხედვით ჩატარდება:

    5 აპრილი -  მოლითის საჯარო სკოლა ( თამაში გაიმართება მოლითის, ზვარის, წიფის ვახანის, ლეღვანის და მარელისის საჯარო სკოლის გუნდებს შორის).

    8 აპრილი - ბორითის საჯარო სკოლა( ნადაბურის, ხევის, ვერტყვიჭალის, ბორითის და ღორეშის საჯარო სკოლები).

    12 აპრილი-კიცხის საჯარო სკოლა (წყალაფორეთის, ხიდრის, ვარძიის, კიცხისა და ბორის საჯარო სკოლის გუნდები).

    13 აპრილი - ხარაგაულის კინოთეატრი (ერთმანეთს შეხვდებიან დაბის N2,  N3, ლაშის, საღანძილის საჯარო სკოლებისა და სასულიერო გიმნაზიის  გუნდები).

    ფინალური შეხვედრა ხარაგაულის კინოთეტრში გაიმართება. კონკურსს შეაფასებს ჟიური და გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან.

     

    28 მარტი 2016

    ნანახია: 848 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი