{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • თუთის ნერგები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადანაწილდა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, „მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან საჩუქრად 1000 ცალი თუთის ნერგი გადაეცა. თუთის ნერგები სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად გადანაწილდა: სარგვეში-25, მოლითი-50, კიცხი-300, (ერთ ფერმერს გადაეცა მთლიანად), ხიდარი-50, საღანძილე-15, ხევი-150, ხუნევი-50, ბორითი-50, ნადაბური-35, ვახანი-50, ღორეშა-50. ხარაგაულის რესურცენტრს თუთის 100 ცალი ნერგი გადაეცა, რომლებიც საჯარო სკოლების მიხედვით გადანაწილდება.
    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტი ვაჟა მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ თუთის ნერგები მხოლოდ აბრეშუმის ჭიისთვის საკვებად გამოიყენება, ის მსხმოიარე არ არის და ნაყოფს არ იძლევა. მისივე ინფორმაცით, აღნიშნული პროგრამა შესაძლებელია გაგრძელდეს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ნერგები მომავალშიც გადმოეცეს.

    შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით „მეაბრეშუმეობის განვითარების პროგრამას“ ახორციელებს. აღნიშნული თუთის ნერგები სამინისტროს ღვინის კომპანია „ასკანელმა ძმებმა“ გადასცა, ნერგები უზბეკითიდანაა ჩამოტანილი.

     

    28 მარტი 2016

    ნანახია: 1456 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი