{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“  სხდომა გაიმართა

    სოფელ ფონაში მცხოვრებ პაატა და ტარიელ ნოზაძეებს და გოლათუბანში მცხოვრებ თამარ გუდაძესა და შმაგი ჩიტაძეს  მაღალთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭათ. აღნიშნული საკითხი  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ რიგით N1 სხდომაზე იქნა განხილული. მაღალმთიან სოფელში მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად მოქალაქემ შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს, დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს და ამის შემდეგ შესაბამის რეკომენდაციას გამგებელს წარუდგენს. საბოლოოდ სტატუსს ფიზიკურ პირს  მუნიციპალიტეტის გამგებელი ანიჭებს.

    მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით , ფიზიკური პირმა  გამგებელს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში  9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    ხარაგაულის„მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე წარმომადგენელებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი გრიგოლ ჭიპაშვილი გახლავთ.  მოადგილე საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ლევან ნანიტაშვილი, საბჭოსმდივანი ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო ფერაძე.   საბჭოს წევრები არიან:

    თამარ სულაქველიძე(იურდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი),

    ზურაბ კვინიკაძე(წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი),

    ალექსანდრე ტაბატაძე (სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი)

     სავლე შარიქაძე (აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი).

    შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 6 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი და პატარა სახვლარი.

    მაღალმთიანი დასახლების სტატუსი უახლოეს მომავალში შესაძლოა ასევე მიიღოს წიფამ, ზვარემ, ჩრდილმა და ნადაბურმა. ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ.

    მაღალმთიანი დასახლებაში მცხოვრების სტატუსი ხარაგაულში  დაახლოებით 173 ფიზიკურ პირს მიენიჭა.

     

     

     

     

    25 მარტი 2016

    ნანახია: 616 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი