{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი სპექტაკლით ,,სამი გოჭის ზღაპარი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოივლის

     

    ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების სახალხო თეატრი პრემიერაზე გიწვევთ. ,,სამი გოჭის ზღაპარი“ - ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც თეატრის რეპერტუარში ახალია და მას ხარაგაულელი ბავშვები პირველად იხილავენ.

    თოჯინების თეატრისთვის ეს რიგით მე-6  სპექტაკლია. თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, ახალ სპექტაკლს რამდენიმე ნიშნის მიხედვით გამოარჩევს.

    ირინე ჩხეიძე: ,, ვფიქრობ ეს სპექტაკლი, გამორჩეული იქნება სხვა სპექტაკლებისაგან. 2014 წელს ჩვენ ვიყავით თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალზე, სადაც სპექტაკლზე მუშაობის, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვგულისხმობ, როგორც მსახიობის ოსტატობას , ისე სცენის დეკორაციის განლაგებას  და სივრცის ათვისებას. ახალი სპექტაკლისთვის დავამზადეთ, გადასატანი თეჯირი, გავაკეთეთ სრულიად ახალი დეკორაცია, თამაში გადავიდა სცენის სივრცეში. სპექტაკლისთვის თოჯინები დავამზადებით საგარეჯოს თეატრში, სადაც თოჯინების თეატრის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ორი წლის წინ მათ თეტარის 75-ე სეზონი გახსნეს.

     ვფიქრობთ, რომ პატარა მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება. ავირჩიეთ ინგლისური ზღაპარი, ,,სამი გოჭი“, რომელიც უბერებელი ზღაპარია და ყველა თოჯინების თეატრის რეპერტუარშია. ბავშვებს ძალიან ახალისებთ მგელის და სამი გოჭის ამბავი.

    კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი სპექტაკლით ,,სამი გოჭის ზღაპარი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოივლის.

    სპექტაკლი 30 მარტს, 14 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება.

     

     

    25 მარტი 2016

    ნანახია: 2176 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი