{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სპეციალური რადარის საშუალებით დღეს დადგინდება არის თუ არა სივრცე მიწის ქვეშ, რაც მოსაზრებას მღვიმის არსებობის შესახებ დაადასტურებს

    ადგილი სადაც შესაძლოა მღვიმე აღმოჩნდეს, სოფელში ,,უძირო წყაროს“, და  ,,თხილნარის“ სახელით მოიხსენიება.

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის ბერიკა თურმანიძის ინფორმაციით, დღეს პროფესორი,  გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი და ტელეკომპანია GDS -ის  გადამღები ჯგუფი,  ,,სხლითის“ მღვიმეს გამოიკვლევენ.  კვლევას სოფელ სხლითში სპეციალური რადარის საშუალებით განახორცილებენ, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დაიქირავა.

    ,,სოფელში მღვიმის არსებობის შესახებ ინფორმაცია, სოფელ სხლითის მკვიდრის ნუგზარ ლომსაძის მიერ მივიღეთ. ბატონი ნუგზარი პროფესიით გეოგრაფია,მან ჯერ კიდევ ბავშვობაში შეამჩნია ქვაბულები, რომელიც ჩამავალი წყლისგან იყო გაკეთებული,სოფელში სურდათ ამ ადგილზე ტბა გაეკეთებინათ, მაგრამ წყალი არ ჩერდებოდა“- ამბობს ბერიკა თურმანიძე.

     ბატონი ნუგზარი იგონებს, რომ წლების წინ ის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპალეოლოგიის განყოფილებას დაუკავშირდა, და მათ ქვაბულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბატონი ნუგზარი თვლის, რომ  ის რაც მის დიდ  ინტერესს წარმოადგენდა სპეციალისტებმა მნშვნელოვნად არ ჩათვალეს. ასეთი ტიპის ქვაბულები საქართველოში ძალიან ბევრია, თუმცა ვეცდებით რომ ჩამოვიდეთო - იყო პასუხი. სპეციალური აღჭურვილობის გარეშე დღემდე ვერ მოხერხდა ქვაბულის შესწავლა და გამოკვლევა

    ადგილი სადაც შესაძლოა მღვიმე აღმოჩნდეს,  სოფელში ,,უძირო წყაროს“ და    ,,თხილარას“ სახელით მოიხსენიება.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის ბერიკა თურმანიძის ინფორმაციით, აღნიშნული ადგილის დათავლიერება უკვე მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის მიერ. გიორგი დვალაშვილი მდინარე რიონის აუზის ტერიტორიაზე ბუნებრივ ღირშესანიშნავ ძეგლებს იკვლევს. სულ ახლახან, დვალაშვილის ავტორობით გამოვიდა წიგნი ,, მდინარე რიონის აუზი“. წიგნში განხილულია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და სამეგრელოს ბუნებრივი თავისებურებები. გამოვლენილია ბუნებრივი ღირშესანიშნავი ძეგლები. პროფესორ დვალაშვილის ინფორმაციით, სოფელ სხლითში შესაძლოა აღმოჩნდეს მღვიმე. სპეციალური რადარის საშუალებით დღეს დადგინდება არის თუ არა სივრცე მიწის ქვეშ, რაც მოსაზრებას მღვიმის არსებობის შესახებ დაადასტურებს.

     

     

     

    25 მარტი 2016

    ნანახია: 1789 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი