{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - ვიდეო-რგოლების ჩვენება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში


    ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- ასე გამოეხმაურა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიების ფარგლებში დაუნის სინდრომის თემაზე 5 წუთიანი ვიდეო-რგოლების ჩვენება მოეწყო. სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ ვიდეო რგოლებში ასახული იყო საზოგადოების დამოკიდებულება დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანების მიმართ , მათი განცდები გარემო სამყაროსთან. ღონისძიებაში ჩართული იყო კიცხის, ბორის, ლეღვანის, მოლითის, ბაზალეთის, ხევის, ვარძიისა და დაბის N2 და N3 საჯარო სკოლები.
    ღონისძიებაზე ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, რომელთაც საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება, სითბო და ხელის შეწყობა სჭირდებათ. „როგორც, კვლევებიდან არის ცნობილი, ყოველ 800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სიდრომის მატარებელი ადამიანი ჩვეულებრივი საზოგადოების ნაწილია, რომლებიც ჩვენგან მხოლოდ ქრომოსომების რაოდენობით განსხვავდება. ვფიქრობ, მათ ხელი უნდა შევუწყოთ, რათა  მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია მოხდეს“.
    ღონიძიების იდეის ავტორი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტი ნათია კაციტაძე აღნიშნავს, რომ დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანები ჩვეულებრივი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან: „ საზოაგადოების ნაწილს დაუნის სინდრომის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია აქვს. იმისათვის რომ, მომავალმა თაობამ ამ თემაზე მეტი ინფორმაცია მიიღოს, გადავწყვიტეთ მსგავსი სახის ღონისძიება ჩაგვეტარებინა.“
    მანან ტაბატაძე (პედიატრი): - ,, დღეს დაუნის სინდრომის შესახებ მართლაც, რომ საინტერესო ვიდეო რგოლები ვნახეთ. ძალიან სასიხარულოა, რომ მომავალი თაობა, ზრუნავს და ასეთი დიდი გრძნობით წარმოაჩენს ამ პრობლემას. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება. მე მჯერა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდები საზოგადოებაში ღირსეულად გაავრცელებენ."
    ღონისძიების დასასრულს დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულში დაუნის სინდრომის მატარებელი სულ 8 ადამიანი ცხოვრობს. დავით კიკნაძემ სურვილი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი ღონისძიება ისევ ჩატარდეს, რომელსაც ეს ადამიანებიც დაესწრებიან.

    ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ხევის , დაბის N3  საჯარო სკოლის და ბორის სკოლა-პანსიონის  მიერ მომზადებული ვიდეო რგოლები.

     

     

    21 მარტი 2016

    ნანახია: 797 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი