{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • უნივერსიტეტის სტუდენტებს, საშუალება მიეცემათ სტაჟირება თავიანთ მუნიციპალიტეტებში გაიარონ

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანშვილმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.მემორანდუმს ასევე ხელი მოაწერა იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირმა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე და სტუდენტები ესწრებოდნენ.
    მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავშირების გაღრმავებას იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
    მემორანდუმის თანახმად უნივერსიტეტი და მუნიციპალიტეტი მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს და გამართავენ კონლუტაციებს ურთიერთობების დამყარების, განათლების და სამეცნიერო სფეროებში ორმხრივი თანამშორმლობის ხელშეწყობის მიზნით. მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის თანამშრომლებს , სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს კლვევის ჩატარებაში.
    თავის მხრივ, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოხატავს კეთილ ნებას, და საჭიროების შემთხვევაში, მიაწვდის მუნიციპალიტეტს შესაბამისის დარგის მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს.
    ურთიერთთნამშრომლობის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საშუალება მიეცემათ შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებში სტაჟირება გაიარონ. მიღებული პრაქტიკული გამოცდილება კი მომავალში კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივას გაზრდის.

     

     

     

     

     

    15 მარტი 2016

    ნანახია: 518 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი