{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოფლში განასახორციელებელი პროექტები მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით აირჩია

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში( ბორითი, მაქათუბანი, საქასრია, ღარიხევი, წიფი, ღორეშა, ვარძია) "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები: დავით დევდარიანი, თეიმურაზ ჩხეიძე, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მაჟორიტარი დეპუტატები, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ფხალაძე და წარმომადგენლებთან კორდინირების განყოფილების უფროსი გია ჭიპაშვილი ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობა საინფორმაციო ხასიათს ატარებს. თანხის ათვისება სოფლად მცხოვრებთა საჭიროებისამებრ ხდება და ადგილობრივები თავად განსაზღვრავს თუ რა უნდა გაკეთდეს სოფლის განვითარებისათვის.
    თავდაპირველად შეხვედრა ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგა. შეხვედრის დასაწყისში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა ბარბაქაძემ, დამსწრე საზოგადოებს ,,სოფლის მხარდაჭერი პროგრამის“ ფარგლებში ბორითის ადმინისტრაციული ერთეულისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გააცნო და მოსახლოებას თავიანთი პრიორიტეტების დასახელება სთხოვა.შეხვედრაზე იმსჯელეს სხვადახვა პროექტებზე. ყველას მიეცა საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. უბისის მოსახლოებამ პრიორიტეტად სარიტუალო დარბაზისათვის ინვენტარის შეძენა და სველი წერტილის მოწყობა დაასახელა. ასევე ძინძიბაურის უბანში გზის ერთი მონაკვეთის მობეტონება.სარიტუალო დარბაზისათვის ჭურჭლის შეძენა გადაწყვიტა სოფლის მოსახლეობამ ასევე სოფელ მაქათუბანსა და საქასრიაში. მაქათუბნის სარიტუალო დარბაზში, ასევე მოწყობა სამზარეულოს ოთახი და რამდენიმე უბანში გაიწმინდება გზა.
    სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში. შეხვედრის დასაწყისში გამგებლის მოადგილემ დავით დევდარიანმა იმ ინფრასტრუქტურული პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც 2016 წელს ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება.
    „მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება უბისა–ღორეშის საავტომობილო გზას (სოფელ უბისის საავტომობილო ხიდიდან სოფელ ღორეშას ადმინისტრაციულ ცენტრამდე). პროექტის ღირებულება 1 139 778 ლარია. სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე დასრულებულია და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ღორეშაში ასევე იგეგმება საბავშვო ბაღის მოწყობა“- აღნიშნა დავით დევდარიანმა.
    შეხვედრაზე მოსახლოებამ მათი სოფლისათვის პრიორიტეტული პროექტები დაასახელა.
    ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ გამოყოფილ თანხებით მოსახლეობამ საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა, წყლის მილების შეძენა და ტრაქტორით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება გადაწყვიტა.
    რაც შეეხება ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულს, ადგილობრივების გადაწყვეტილებით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხა, ვარძიის სასაფლაოსთან მიმავალ 100 მეტრიანი გზის მობეტონებასა და ამავე მონაკეთზე გარეგანათების მოწყობას მოხმარდება.

    სულ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 685 310 ლარია გამოყოფილი.
    ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეიდან დაიწყო და 26 მარტს დასრულდება.

     

    15 მარტი 2016

    ნანახია: 966 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი