{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წიფისა და ღარიხევის მოსახლეობამ სოფლის პრიორიტეტი შეარჩია

    ,,სოფლის მხარადამჭერი პროგრამის“ ფარგლებში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.  პირველი შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ღარიხევსა და წიფში  გაიმართა.  შეკრებილ მოსახლეობას „სოფლის მახარადამჭერი პროგრამის“შესახებ ბაზალეთის დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი და გამგებლის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ჭიპაშვილი ესაუბრა. ორივე სოფლის მოსახლეობა საერთო პროექტზე შეჯერდა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  სოფელ ღარიხევში გზის გარკვეულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება. წიფის მოსახლეობას სოფლის მხარადამჭერი პროგრამის ფარგლებში  4 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, ხოლო ღარიხევს-5 ათასი ლარი.

    დღეს ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე ღარიხევში, ბორითში, საქასრიშა, წიფში , მაქათუბანში, უბისაში, ვარძიასა და ღორეშაში.

    15 მარტი 2016

    ნანახია: 546 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი