{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა დედისა და ქალთა დღე სტუმრებს საგაზაფხულო კონცერტით მიულოცეს

    10 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ  შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში (დირექტორი ლალი ალექსიძე) საგაზაფხულო ღონისძიება ჩატარდა. საღამოს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი, იღუმენი მამა ანტონი  ესწრებოდნენ. სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა დედისა და ქალთა დღე სტუმრებს ლამაზად შესრულებული მუსიკალური ნომრების ფონზე მიულოცეს. კონცერტი სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის მიერ შესრულებული ომიაძის სიმღერით ,,საქართველო ჩვენია“ დასრულდა.

    სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ლალი ალექსიძემ, დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის დადგომა, დედათა და ქალთა დღე მიულოცა. მამა ანტონმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ ლალის  ღონისძიებაზე მოწვევისათვის: „მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება დავსწრებოდი დღევანდელ კონცერტს. თქვენ ნიჭიერი თაობის აღზრდაში უდიდესი წვლილი შეგაქვთ და მადლობა ამისათვის.  უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“ - აღნიშნა მამა ანტონმა.

     

     

     

     

    11 მარტი 2016

    ნანახია: 512 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი