{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა

    10 მარტს, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე მონაწილე მხარეებს ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილი დირექტორის მიხეილ ჭიპაშვილის საქმის სარეზოლუციო ნაწილი გააცნო.ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილმა  დირექტორმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანება გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიხეილ ჭიპაშვილი  თანანდებობაზე აღდგენას დაგანაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

    ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობაზე აღდგენა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილით კი,  მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებაბათილად გამოცხადდა. ბრძანების ბათილად ცნობის მიზეზად, გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის გამოყენება დასახელდა. მოსამართლის ელენე ოსაძის მიერ განმარტებულ იქნა, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის  შესაბამისად, გამგებელს უფლება ჰქონდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპის დირექტორიმოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თავის შეხედულებისამებრდაენიშნა ან გაეთავისფლებინა თანამდებობიდან  და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად, პირის მიერ ჩადენილი, კონკრეტული ქმედებები არ დაესახელებინა.

    მუნიციპალიტეტის გამგეობას მიხეილ ჭიპაშვილის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსის თანახმად, მიხეილ ჭიპაშვილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 30 დღით ადრე უნდა გაეფრთხილებინათ.

    დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სასამართლო უახლოეს მომავალში ჩააბარებს მხარეებს.

     

    11 მარტი 2016

    ნანახია: 741 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი