{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და მუნიციპალური ცენტრის“ ინიციატივით ხარაგაულში

    საქველმოქმედო აქცია განხორციელდა

     ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებამ“(დირექტორი  გიორგი  ატაშვილი) ხარაგაულში საქველმოქმედო აქცია განახორციელა.  ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” ინიციატივით აღნიშულმა  ორგანიზაციამ   ხარაგაულში  მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს   ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და  სასკოლო ნაკრები გადასცა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო აქციაში   100-ზე მეტი ბენეფიციარი  ჩაერთო.  11 მარტს  მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ და ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” ხელმძღვანელმა ეკა შავიძე   სოცალურად დაუცველ ოჯახებს  საკვები პროდუქტები  და ტანსაცმელი პირადად გადასცეს.  რაც შეეხება, სასკოლო ნაკრებს,  მოსწავლეებს  აღნიშნული პაკეტი,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, პაატა გოგოლაძემ,  ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსმა, დავით კიკნაძემ და   ,,მოქალქეთა ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა  გადასცეს. შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ  „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“   სხვადასხვა საქველმოქმედო  აქციებს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს,  ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციების _ “ორფან გრეინ ტრეინისა“ და „ლუთერანების მსოფლიო დახმარების ფინანსური დახმარებით.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ   ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი”  მადლიერებას გამოხატავს აღნიშნული  ორგანიზაციის  და მისი ხელმძღვანელის  გიორგი ატაშვილის მიმართ, იმ ქველმოქმედებისთვის  რაც ხარაგაულში განახორციელეს.

     

    11 მარტი 2016

    ნანახია: 1235 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი