{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოფელ ფარცხნალში გზის 1 200 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, დავით დევდარიანმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ფხალაძემ და ეკონომიკისა და ქონების მართვისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსმა, არჩილ ლურსმანაშვილმა სოფელ ფარცხნალში  გზის მობეტონების  სამუშაოები დაათვალიერეს.

    გამგებლის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 230 000 ლარით ფინანსდება.  გზის მობეტონების სამუშაოებს  შ.პ.ს „დალა 73“ ასრულებს. ფარცხნალში გზის საფარი 1 200 მეტრზე დაიგება, რომლის სიგანე 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე 16 სანტიმეტრი იქნება.  გზის მობეტონების სამუშაოები  14 მარტს დასრულდება.“

      

     

    2 მარტი 2016

    ნანახია: 1172 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი