{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 3 მარტს კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები და ქირურგ-გასტროენტეროლოგები უფასოდ მოგემსახურებიან

    3 მარტს,ხარაგაულელებს უფასოდ მოემსახურებიან კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები და ქირურგი-გასტროენტეროლოგი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტს გადაუღებენ ელექტრო კარდიოგრამას და ექოკარდიოგრამას; გაისინჯება შაქრის ანალიზი სისხლში.
    ხარაგაულის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას არაინვაზიური კარდიოლოგიის ცენტრი „სისტოლა“ დაშპს „კარდიოექსპრესი“-ს ექიმთა 13 კაციანი ჯგუფი გაუწევს. კარდიოლოგები: თამაზ ორაგველიძე, კონსტანტინე ზარქუა, ნათია ლიპარტელიანი, ნიკა მკალავიშვილი, ნათია ზაბახიძე, თინათინ დარბაიძე, მათა გუჯაბიძე, სოფიო წიქარიშვილი, თამთა ფიფია. ენდოკრინოლოგები: მაია ჩიქობავა, მანანა ბაციაშვილი; გასტროენტეროლოგ-ქირურგი: ლაშა სილოგავა. ჯგუფის ხელმძღვანელია ექიმ-კარდიოლოგი პაატა ქავთარია.
    პაციენტთა მიღება მოხდება ბორის სკოლა- პანსიონში (ყოფილი კიცხის სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე) 11.30 -დან 17 სთ-მდე
    დაბა ხარაგაულის მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება მიკროავტობუსი. მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ გამგეობის შენობასთან და ისარგებლოთ ტრანსპორტით. გასვლა მოხდება დღეში ორჯერ 12სთ-სა და 14სთ-ზე.
    (სამედიცინო მომსახურების ჯგუფთან მოლაპარაკებებს საკრებულოს დეპუტატი მარინე ვეფხვაძე გამგებელ, კობა ლურსმანაშვილთან შეთანხმებით აწარმოებს).
    მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა გისურვებთ ჯანმრთელობას!

     

    29 თებერვალი 2016

    ნანახია: 1025 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი