{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 2016 წელს გაზიფიცირების სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა

    25 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყების წინ, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირების საკითხზე ისაუბრა.
    აღნიშნული სამუშაოებისთვის 2016 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.
    პრემიერის განმარტებით, სულ მალე 8000-მდე აბონენტი ბუნებრივი აირს მიიღებს.
    გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდება შემდეგ სოფლებში:
    • ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის გაზიფიცირებისთვის საჭირო მკვებავი გაზსადენი
    • ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბაყილოვანი, საკობიანო, ყვარელწყალი, დედისფერული, ქორეთი, დუისი, წინუბანი, ჯოყოლო, ბირკიანი, ხორბალო, ზემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, დუმასტური და ომალო
    • ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელხევი
    • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოლადაანთკარი
    • გორის მუნიციპალიტეტის სოფელი სკრა
    • გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები: კალაური და ვაჩნაძიანი
    • დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მჭადიჯვარი, ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: ჭართალი, ბუჩაანთკარი, ვაშლობი, ზენუბანი, მენესო, მუგუდა, დოლასქედი, საქერე, სონდა, ჩიტაურები, ჭალისოფელი, ხამუშა და ჯუღისი
    • ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი უხუთი
    • ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბეღლევი, ბოსლევი (გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი) და ქვედა საზანოს
    • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ცაიში და რიყე
    • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი დაბა მანგლისი
    • კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები: გომისჯვარი, ლავრისხევი და წინარეხი
    • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაისუბნი
    • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები: წყალწმინდა, ქვემო აკეთი და აცანა
    • მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი
    • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხათგვერდი
    • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქვედა ნასაკირალი და სოფლები: ნასაკირალი, ქვედა ბახვი, ციხისფერდი, შრომა და წვერმაღალა
    • ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლები: გელათი და მოწამეთა
    • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბუკისციხე, დაბლაციხე, შუა ამაღლება, ამაღლება და სამება
    • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენი
    • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები: ზედა მესხეთი და ქვედა მესხეთი
    • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლაშე და კიცხი
    ► გაზიფიცირების პროექტისთვის 2014-2015 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 40 მილიონი ლარი დაახლოებით 52 000 აბონენტის გაზიფიცირების მიზნით

     

     

    26 თებერვალი 2016

    ნანახია: 2654 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი