{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ქროლის მონასტერს 100 სხვადასხვა ხილის ნერგი შესწირეს

    სოფელ ქროლის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეხილის ნერგები დაირგო. ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა დედა დარიასთან ერთად „ხარგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლებმა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნააზიის მოსწავლეებმა მიიღეს.
    როგორც დედა დარიამ აღნიშნა, 100 სხვადასხვა ხეხილის ნერგი(თხილი, ნიგოზი, ნუში, ვაშლი, ატამი) მონასტერს გორის მკვიდრმა ავთანდილ ჩადუნელმა შესწირა.
    დედა დარიამ მადლობა გადაუხადა ბატონ ავთანდილს და ამ პროცესის ყველა მონაწილეს: „ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთანდილ ჩადუნელს ასევე ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას. მათ დიდი წვლილი მიუძღვით მონასტრის გაძლიერებაში. მადლობა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის დირექტორს, მამა ანტონს, რომელმაც მოსწავლეები გამოგზავნა ჩვენს მოსახმარებლად. მათ ნამდვილად დიდი შრომა გასწიეს. ასევე დიდი მადლობა „ხარაგაულკეთილმოწყობის” და ,,ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლებს“.
    დღის ბოლოს დედა დარიამ სტუმრები ტრაპეზზე მიიწვია და ყველა დალოცა.

     

    26 თებერვალი 2016

    ნანახია: 683 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი