{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამოკითხვაში მონაწილეთა 63.88% - მა ხარაგაული ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დაასახელა

    იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე (გაიგე მთავარი იმერეთში) რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა: „იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან დასუფთავების კუთხით, რომელს თვლით ყველაზე მოწესრიგებულ მუნიციპალიტეტად?“
    როგორც საინფორმაციო სააგენტოს topnews.com.ge-ზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა გამოკითხვაში მონაწილეობა 227–მა მოქალაქემ მიიღო. შედეგების შედეგად იმერეთის რეგიონის ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად ხარაგაული დასახელდა. გამოკითვაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ხმების 63.88% (145 ხმა) მიიღო. მეორე ადგილზე 15.42%–ით საჩხერის მუნიციპალიტეტი გავიდა.
    გამოკითხავსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორი თემურ ფურცელაძე: ,,ეს წარმატება ჩემი თანამშრომლების დამსახურებაა. იმ ადამიანების, რომლებიც ამ საქმეს ემსახრურებიან. ვფიქრობდი, რომ გავიმარჯვებდით. მივესალმები ასეთ გამოკითხვას. ეს სტიმულს აძლევს არა მარტო ხარაგაულს, არამედ სხვა მუნიციპალიტეტბსაც.“
    ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება“ ბორითის, ღორეშის, უბისის, მაქათუბნის, ვერტყვიჭალის, საქასრიის, ხევის, მოლითის, სადგურ მარელისის, ანეულას, ზვარეს, კიცხის, საქარიქედის, თეთრაწყაროს, წყალაფორეთის, ვარძიის, ხიდრის, დაბა ხარაგაულის, პატარა ხარაგაულის, ჯაფარეულის, ბაზალეთის, საღანძილის, ფარცხნალის ტერიტორიებს ემსახურება. ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავების“ სამოქმედო ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 143 მყარი ნარჩენების და 26 პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი კონტეინერია განთავსებული.
    ამ ეტაპზე ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავება“ ვერ ემსახურება წიფას, ვახანს, ნებოძირს, ჩხერს, ვანს, საბეს, სარგვეშს, ლახუნდარას და ნადაბურს. აგვისტოს ბოლოს ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავების“ სამსახური, შპს ,,გამა კონსალტინგი“-სგან საჩუქრად მყარი ნარჩენების შემგროვებელ კონტეინერს (100ც) და მაღალი გამავლობის ნაგავმზიდს (1ცალი) მიიღებს. აღნიშნული ტექნიკა იმ ტერიტორიებზე განთავსდება, რომელსაც ამჟამად ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავება“ ვერ ემსახურება. ამჟამად, მიმდინარეობს ავტოფარეხის მშენებლობა, სადაც მომავალში ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავების“ კუთვნილი ტექნიკა განთავსდება.
    ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავების“ სამსახური ზამთრის პერიოდში დილის 07სთ-დან - საღამოს 15სთ-მდე მუშაობს. ზაფხულის პერიოდში დილის 06სთ-დან 14 სთ-მდე. 14 საათის შემდეგ დაბის ტერიტორიას მორიგე მეეზოვეები საღამოს 18 საათამდე ემსახურებიან.
    ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავება“-ში ასევე მუშაობს წყალანირების ჯგუფი, რომელიც სანიაღვრე არხებისა და საკანილაზაციო სისტემის მოწყობას ემსახურება.

     

    25 თებერვალი 2016

    ნანახია: 5261 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი