{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • წიგნი ჩემთვის ერთგვარი ანტიდეპრესანტია

    24 თებერვალს, ხარაგაულშიწიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისახალ შენობაში, საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, მარინე ვეფხვაძის ინიციატივითა დახარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა.

    შეხვედრაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი გახლდნენ ხარაგაულის საპატიო მოქალაქე ენდი ბუაჩიძე და წლების განმვლობაში კიცხის სკოლა ინტერნატის დირექტორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი ვარლამ ვეფხვაძე. წიგნის კითხვის დღეს, ინოვაციების ცენტრის დარბაზში, საკრებულოს წევრები და პოეზიისა და პროზის მოყვარული საზოგადოება ესწრებოდა.

     გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებების მიზანი ახალგაზრდების წიგნთან და ლიტერატურასთან დაახლოება უნდა იყოს.ამ  შეხვედრებმა  წიგნთან  ურთიერთობა  უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო უნდა გახადოს. „ძალიან კარგია, რომ არსებობს წიგნის კითხვის დღე. იშვიათია დღეები ჩემს ცხოვრებაში, რომ არ ვკითხულობდე. მე ბედნიერებას მანიჭებს ეს პროცესი. წიგნი ჩემთვის ერთგვარი ანტიდეპრესანტია“.

    ქართველი კლასიკოსების უკვდავი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები წაიკითხეს ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა. შეხვედრის ორგანიზატორმა მარინე ვეფხვაძემ და შეკრებილმა საზოგადოებამ, საქართველოში წიგნიერების დონეზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა. საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს პოეტებმა ვალერი გოგნაძემ, მამუკა ჭიპაშვილმა, ნიკო წიკლაურმა. საკუთარი ლექსი წაიკითხა №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზი ბარბაქაძემ.

    აღსანიშანვია, რომ საქართველო წელს პირველად შეუერთდა წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს.

     

     

    25 თებერვალი 2016

    ნანახია: 778 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი