{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის კინოთეატრში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ფილმების ჩვენება გაიმართება


    საქართველოში, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ქართველი იუნკრების, ჯარისკაცების გვამებზე ბოლშევიკებმა გადაიარეს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს.

    დღეს, დილით, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში და მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ დროშები დაუშვეს.
    დღეს, ხარაგაულის კინოთეატრში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ფილმების „მარო მაყაშვილი“ და „გიორგი მაზნიაშვილი“ ჩვენება გაიმართება.
    ფილმის ჩვენება 15. 00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

     

     

    25 თებერვალი 2016

    ნანახია: 604 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი