{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ფარცხნალის მიწაზე ფეხადგმულმა ადამიანებმა საქართველო მსოფლიოს გააცვნეს

    23 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიდ დარბაზში იზა ვეფხვაძის ახალი წიგნის „ ფარცხნალი - კორიფეთა სამკვიდრო“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, სოფელ ფარცხნალის მკვიდრნი, ხარაგაულელები და თბილისის ინტელიგენციის, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
    საზოგადოების წინაშე წიგნის პრეზენტაციით წიგნის ავტორი, იზა ვეფხვაძე წარსდგა. ქალბატონმა იზამ ვრცლად მოუთხრო საზოგადოებას იმ უნიკალური სოფლის და დიდებული ადამიანების შესახებ, რომელიც ამ სოფელმა აღზარდა.
    პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: ვახტანგ აბაშიძე, კარლო ბუაჩიძე, დავით სახვაძე, გიორგი გაგოშიძე, მაია სახოკია. გადაცემა „ჩვენი საგანძურის“ ავტორი და წამყვანი ვანო ჯაფარიძე, წიგნის რედაქტორი, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო " ივერიონის " დირექტორი ზაურ ნაჭყებია, ექიმი თინა ბარამიძე, ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი, მხატვარ-დიზაინერი ისრაელიდან მაქს შავიტი, რომელმაც სპეციალური პრიზით „მუზა“ დააჯილდოვა წიგნის ავტორი. ასევე, კლუბ „26 საუკუნის“ ხელმძღვანელი - ზაირა დავარაშვილი.
    ყველა გამომსვლელმა ისაუბრა ამ მართლაც უნიკალური სოფლის გამორჩეულობაზე.
    საღამოს ესწრებოდა გინესების წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი გვანჯი მანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ, წიგნის ავტორთან ერთად გაიაროს ყველა საკითხი. 10 წლის წინ ამ თემაზე იზა ვეფხვაძემ, ჯუმბერ ლეჟავამ და გვანჯი მანიამ, უკვე მიმართეს გინესის წარმომადგენლობას თხოვნით, წიგნის გინესის რეკორდების წიგნში შეტანის შესახებ. აქვე, იზა ვეფხვაძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა სურვილი, რომ სოფელ ფარცხნალს სოფელ-მუზეუმის სახელი ეწოდოს.
    24 თებერვალს, წიგნზე სასაუბროდ იზა ვეფხვაძე მიიწვიეს საქართველოს მთავარ რადიოში. სტუდიაში, ჟურნალისტ ეკა ტალახაძეს დაებადა იდეა, რომ მოხდეს იზა ვეფხვაძის შეხვედრა რადიომსმენელებთან, ლიტერატურული სპექტაკლით ,,ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო". ეს სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში უკვე 10 წელია არსებობს - სახელწოდებით " არის ასეთი სოფელი"...
    აპრილში, მთავარი რადიოს გადაცემის " ხაზის რადიოს" ეთერში, უნიკალური სოფლის - ფარცხნალის შესახებ ლიტერატურული თეატრი მსმენელს ინფორმაციას, არა წიგნით, არამედ მხატვრული სიტყვით მიაწოდებს.
    მკითხველს შევახსენებთ, რომ წიგნის რეცენზენტები არიან: აკადემიკოსი გიორგი (გოგი) ხარაძე, პროფესორები - კარლო ბუაჩიძე და მაია სახოკია. წიგნის რედაქტორია, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონის“ დირექტორი ზაურ ნაჭყებია.

     

     

    24 თებერვალი 2016

    ნანახია: 1710 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი