{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოფელ გედსამანიის ცენტრალურ გზაზე ბეტონის საფარი დაიგება

     

    ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში,  სოფელ გედსამანიის ცენტრალური გზის  რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი 11 თებერვალს გამოაცხადა. აღნიშნული პროექტის განხორციელების  სავარაუდო ღირებულება  499329 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, სოფელ გედსამანიის ცენტრალურ გზაზე(3კმ) ბეტონის საფარი დაიგება. გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით წინადადებები 28 თებერვლიდან 4 მარტამდე მიიღება.

     

    ხევში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტენდერი გამოცხადდა

    ხევის ადმინისტრაციული ერთეულში საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ტენდერი 11 თებერვალს გამოცხადდა. სატენდერო განცხადების თანახმად  წინადადებები  მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით მიიღება.

    სატენდერო ობიექტის  სავარაუდო ღირებულება 88710 ლარს შეადგენს.

     

    რადარების შეძენისათვის ტენდერი გამოცხადდა

    ორი სიჩქარის მზომი რადარების შესყიდვაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი  19  თებერვალს გამოაცხადა.  ტენდერში მონაწილეობისათვის წინადადებები 23 თებერვლიდან დაიწყო და 25 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის ობიექტის მიწოდება  2016 წლის 21 მარტის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.  ერთწლიანი გარანტიით. ორი ერთეული სიჩქარის მზომი რადარის სავარაუდო ღირებეულება  53 500 ლარით არის განსაზღვრული.

     

    საყრდენი კედლების მოწყობისათვის ტენდერი 120 350 ლარზეა გამოცხადებული

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ასევე ელექტრონული ტენდერი  გამოაცხადა საღანძილის, ლეღვნისა და დაბის ადმინისტრაციული ერთეულებში გზების საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები შესყიდვის მიზნით. პროეტების სავარაუდო ღირებულება 120 350 ლარს შეადგენს .

    საყრდენი კედელები მოეწყობა დაბაში: ბანცაძის, ბაბლიძის, კვირიკაშვილის, გველესიანის,   ჭიპაშვილის, ნ. ჭიპავილია და  რ.შავიძის სახლებთან. ასევე თაბუკაშვილისა და  წერეთლის ქუჩაზე. სოფ ლეღვანსა და საღანძილეში.

    წინადადებები  28 თებერვლიდან4 მარტამდე მიიღება.

     

     

    24 თებერვალი 2016

    ნანახია: 774 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი