{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხონის მუნიციპალიტეტში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო პრეზენტაცია მოეწყო

     

    დღეს, ხონის მუნიციპალიტეტში,კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ  გიორგაძე დ ა იმერეთში სახელმწიფო–რწმუნებული გუბერნატორი,გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

    ხარაგაულიდან კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო პრეზენტაციას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძე, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, გამაგბელის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში, მამუკა ჭიპაშვილი, ა(ა)იპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი, ბერიკა თურმანიძე, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის დირექტორი ვასილ კიკნაძე და ა(ა)იპ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზროდბის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი ესწრებოდნენ.  

    კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურის და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.

    კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო. მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა, და ინკლუზიურობაა. აღნიშნულ პროცესში ჩართულია კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები.

    პროგრამის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში 34 შეხვედრა უკვე გაიმართა.

     

    23 თებერვალი 2016

    ნანახია: 554 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი