{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • შეხვედრაზე საქართველოს ტყის ახალი კოდექსის მიმართულებებსა და კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრეს

    დღეს ხარაგაულის კონოთეატრში ტყის ახალი კოდექსის განხილვა მოეწყო. „ტყის ახალი კოდექსის“ კანონპროექტი ხარაგაულელებს სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ, წარუდგინეს.
    პრეზენტაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, იმერეთის სატყეო სამსახურის ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი ვლადიმერ მანჯავიძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
    შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ტყის ახალი კოდექსის მიმართულებებსა და კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებზე. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტში ხე-ტყესთან დაკავშირებული პრობლემები. როგორც სხდომაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა,ხარაგაულისა და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნების ინვენტარიზაცია 2013 წელს დაიწყო. მისი თქმით, ხარაგაული და ბორჯომი ის მუნიციპალიტეტები არიან , რომლებმაც დიდი ხნის შემდეგ პირველად განახორციელეს ტყის ინვენტარიზაცია.
    „ტყის ახალ კოდექსს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან შემოდის ტყის განსხვავებული მართვისა და საკუთრების ფორმები. შესაძლებელია სახელმწიფოს გარდა ტყის მესაკუთრე გახდეს მუნიციპალიტეტიც და კერძო პირიც. ამ კოდექსით ხელს ვუწყობთ ტყის მართვაში დაბრუნდეს პროფესიული კადრები, როგორც სავალდებულო მონაწილეობის ფორმა. ვფიქრობ, ხარაგაულში, მოსახლეობის ტყეზე დამოკიდებულის გამო შეხვედრა იყო კრიტიკული, მაგრამ მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე ეს გასაკვირი არაა. მათ წინა კანონმდებლობამ ძალიან ბევრი უფლება წაართვა. არის ისეთი მოთხოვნებიც, რომელთა გათვალისწინებაც, საერთო სახელმწიფოებრივი სიკეთიდან გამომდინარე, შესაძლოა ვერ მოხდეს,თუმცა ამ შემთხვევაშიც არგუმენტირებული პასუხი გვექნება“ - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

     

    22 თებერვალი 2016

    ნანახია: 463 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი