{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და „სმარტკლუბი“ სოციალური ხასიათის აქციებს ერთად დაგეგმავენ

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი ბორის სკოლა–პანსიონის  სამოქალაქო „სმარტკლუბის“ წევრებს, სკოლის დირექტორს ჰამლეტ ბერაძეს და  სამოქალაქო განათლების პედაგოგ მაია ბარბაქაძეს შეხვდა.

    უკვე 3 წელია, რაც  არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი თბილისის – მოზარდთა სახლის“ ინიციატივით, ბორის სკოლა-პანსიონში სამოქალაქო კლუბი დაარსდა. ,,სმარტკლუბის“ ბავშვები ძირითადად, სოციალური ხასიათის პროექტებს ახორციელებენ, მოსწავლეები თავად ირჩევენ თემებს და წერენ  პროექტებს.

    ბორის სკოლა–პანსიონის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე: „ჩვენი სურვილია, ბორის სკოლა პანსიონის ,,სმარტკლუბის“ მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა უფრო ფართო ხასიათი მიიღოს და ღონისძიებებში თავისი რესურსებით მუნიციპალიტეტიც ჩაერთოს. თუ პროექტებს ერთად დავგეგმავთ, დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი“ საქართველოს სხვადასხვა სკოლებთან თანამშრომლობს. აღნიშნული ორგანიზაცია, ბორის სკოლა–პანსიონის მუშაობით ძალიან კმაყოფილია. მათი დაფინანსებით და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვეხმარებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.“

    შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც ახლო მომავალში ,,სმარტკლუბი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად დაგეგმავს.

    სამოქალაქო განათლების პედაგოგის მაია ბარბაქაძის ინფორმაციით,  ,,სმარტკლუბი“ სასწავლო წლის ბოლომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად 8 სოციალური ხასიათის  პროექტს განახორციელებს.

    მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა „სმარტკლუბის“ ბავშვებს ეკოლოგიური და  სასწავლო- შემეცნებითი  სახის პროექტების განხორციელების იდეა შესთავაზა.

    კობა ლურსმანაშვილი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი): კარგი იქნება თუ იმუშავებთ სხვადასხვა თემებზე, რომ თქვენს თანატოლებში იყოს მეტი აქტივობა და დაინტერესება.  თუ თქვენ ზაფხულისთვის, მეზობელი სკოლების ბაშვების თანაჩართულობით,  მასშტაბური ხასიათის პროექტს განახორციელებთ მუნიციპალიტეტი მას დააფინანსებს.“

    „სმარტკლუბის“ ლიდერმა დეა ბერაძემ აღნიშნა, რომ ყოველ პარასკევს ბორის სკოლა -პანსიონში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე  პრეზენტაციები ტარდება და  წლის დასასრულს  საუკეთესო თემისა და პრეზენტატორის გამოვლენა ხდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი წახალისების მიზნით საუკეთესო თემისა და პრეზენტატორისათვის განსაკუთრებულ ჯილდოს დააწესებს.

    შეხვედრაზე ბორის სკოლა–პანსიონის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ მუნიციპალიტეტის გამგებელს, მოსწავლეებთან ერთად, მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის და იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება.

     

    11 თებერვალი 2016

    ნანახია: 733 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი