{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა ბორითელ  ბავშვებს  საჩუქრად  ოცი ახალი  საჭიდაო ლეიბი გადასცა 


    სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა ბორითელ ბავშვებს საჩუქრად ოცი ახალი საჭიდაო ლეიბი გადასცა
    ა(ა)იპ „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის“ მუნიციპალური ცენტრის ბაზაზე ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ჭიდაობის წრეს (ხელმძღვანელი ლევან დონაძე) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა საჩუქრად ოცი ახალი საჭიდაო ლეიბი გადასცა. ბორითელი ახალგაზრდების დაინტერესება სპორტის აღნიშნული სახეობით საკმაოდ მაღალია, აქმდე მათ წვრთნა ძალზე მოძველებულ ლეიბებზე უხდებოდათ. ჭიდაობის წრისათვის ამ პრობლემის მოგვარებისთვის ბორითის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ქალბატონმა მანანა ბარბაქაძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ცნობილ ძიუდოისტს ბატონ შოთა ხაბარელსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ შალვა გოგოლაძეს მიმართა.
    ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა ბარბაქაძე: ,,მწამს, რომ ეს ადამიანები მრავალ კეთილ საქმეს გააკეთებენ არამარტო ხარაგაულში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ასეთი დამოკიდებულება კი ახალგაზრდებს უფრო დიდ სტიმულს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში. დარწმუნებული ვარ, თუ ყოველგვარი ხელშემწყობი საშუალება მოიძებნება, ბორითელი ახალგაზრდები ნამდვილად იტყვიან თავიანთ სათქმელს სპორტის ამ სფეროში.“

    10 თებერვალი 2016

    ნანახია: 471 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი