{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • უხუცეს ქალბატონსა და სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება გაეწიათ

     ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორი, ეკა შავიძე,  ა(ა) იპ ,,სათნოების სახლის“ დირექტორი,  გიორგი ჩიჩილიძე და   საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის  თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ  უხუცეს ქალბატონს,  ქეთევან თხელიძეს   ესტუმრნენ და საკვები  პროდუქტებით  დახმარება გაუწიეს.  აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება  ქალბატონი ქეთევანის მიმართ, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და სისტემატურად ეხმარება. საკვები პროდუქტებით დახმარება გაეწია,  სოფელ ლაშეში მცხოვრებ   სიმონ შავიძეს.   სიმონ შავიძის ოჯახის მდგომარეობა ეკონომიურად მძიმეა, მათ  ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ და სოციალური დამხარება  გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერებული აქვთ.გარდა საკვები  პროდუქტებისა, სიმონ შავიძის ოჯახს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ერთჯერადი ფულადი დახამრებაც გაეწია.   

     

    10 თებერვალი 2016

    ნანახია: 392 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი