{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილების შესახებ იმსჯელეს.

    2016 წლის 4 თებერვლის, საქართველოს მთავრობის   N175 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,  გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად,  2 364 578  (ორი მილიონ სამას სამოცდაოთხი  ათას ხუთას სამოცდათვრამეტი) ლარი გამოეყო.

    საბიუჯეტო ცვლილება  ითვალისწინებს, ასევე ა(ა)იპ  სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრისთვის კომუნალური ხარჯების დასაფარავად 4 000 ლარით სუბსიდირებას, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან გამოიყოფა.

         სხდომაზე, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიამ საბიუჯეტო ცვლილება დადებითად შეაფასა.   

    როგორც საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016  წლის ბიუჯეტი  შემოსულობების ნაწილში  – 6 611,1  ათასი ლარი 2 364, 6 ათასი ლარით გაიზარდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის ხარჯზე  8975,7 ათასი ლარით განისაზრღვრა.  ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016  წლის ბიუჯეტი  ხარჯების  ნაწილში 6 780.0  ათასი ლარი გაიზარდა  2 368,6   ათასი ლარით და 9 148,6 ათასი ლარით განისაზღვრა; ხარჯების დაფინანსების წყაროდ, გარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 364,6   ათასი ლარისა, გამოყენებულია  2016 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საბიუჯეტო  საკუთარი სახსრების ნაშთი 4,0 ათასი ლარი.“

     

    9 თებერვალი 2016

    ნანახია: 369 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი