{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ახალი კანონპროექტით თუ მიწის მესაკუთრემ ერთი წლის განმავლობაში ვერ დაირეგისტრირა კუთვნილი მიწა, მაშინ ის ავტომატურად სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავა

     

    ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა  მიწის დარეგისტრირების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.  ახალი კანონპროექტით  წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს საკუთრებაში არსებული მიწების დაკანონება, რომელიც საჯარო რეესტრში არაა დარეგისტრირებული.

    კობა ლურსმანაშვილი: „მიწის მესაკუთრემ თუ ვერ დაირეგისტრირა ერთი წლის გამანავლობაში კუთვნილი მიწა, მაშინ ის ავტომატურად სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავა. ხოლო შემდეგ შესაძლოა საბაზრო ფასში მოუწიოს გამოსყიდვა. ჩვენი სამსახურები  მუშაობენ, რომ სოფლად მაცხოვრებელებს ამ საკითხის მოგვარება გაუადვილდეთ.“

    გამგებლის თანაშემწე გია თავზარაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლად მაცხოვრებელს ვისაც აქვს მიწის მესაკუთრის ცნობა შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელს, ხოლო ცნობის არ ქონის შემთხვევაში   არქივს, რათა ცნობა გამოითხოვოს. „ყველა მოსახლე ვალდებულია წლის ბოლომდე დაისაკუთროს მიწა. ვფიქრობთ, რომ ერთი წელი ამ სამუშაოების ჩასატარებლად ძალიან ცოტაა, ამიტომ საჭიროა მოსახლეობამ რაც შეიძლება მალედაიწყოს მიწის დარეგისტრირებაზე ზრუნვა. მუნიციპალიტეტში სულ ოთხი პიროვნებაა, რომელთაც აქვთ ლიცენზია აზომვითი სამუშაოები ჩაატარონ. ჩვენ გვქონდა მათთთან საუბარი და მომსახურების ღირებულება 50 ლარიდან  20 ლარამდე დასწიეს.“

    კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე ასევე ისაუბრა  მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული ქონების შესახებ, რომელთაც სოფლად მაცხოვრებელი  კერძო პირები  თვითნებურად კომერციულ ფართად იყენებენ.  „მოვითხოვ სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება იმ შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში, რომლებიცჩვენ ბალანსზეა და რომელსაც ყოველგვარი ნებართვის გარეშე წლების მანძილზე კერძო პირები კომერციულ ფართად იყენებენ. ჩემი თხოვნაა მოხდეს დროული რეაგირება და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოთ ეს საკითხი. ხშირია, როცა  მათი ელექტროენერგიის გადასახადს მუნიციპალიტეტი იხდის.“

    9 თებერვალი 2016

    ნანახია: 1289 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი