{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • თათბირზე 2016 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს

    8 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა   ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელებთან თათბირი გამართა.  კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია გააცნო, რომლებიც მიმდინარე წელს ხარაგაულში განხორციელდება. კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მთავრობის, 4 თებერვლის,   N175-ი  განკარგულების საფუძველზე,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტს  რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 364 578 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში  შვიდი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

    1. უბისა–ღორეშას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სოფელ უბისის საავტომობილო ხიდიდან სოფელ ღორეშას ადმინისტრაციულ ცენტრამდე (1 139  778 ლარი);

    2. დაბის №2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია (132 288 ლარი);

    3. სოფელ ხევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია (84 274 ლარი);

    4. სოფელ ღორეშას, წიფასა და მოლითის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (157 165 ლარი);

    5. ხარაგაული–ბაზალეთის გზის რებილიტაცია ადმინისტრაციული ცენტრიდან სოფელ ღარიხევის გადასახვევამდე (273 420 ლარი);

    6. გზის დამცავი კედლების მოწყობა (103 290 ლარი);

    7. სოფელ გედსამანიი სცენტრალური გზის რეაბილიტაცია (სკოლამდე)(474 362 ლარი).

    აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია თანადაფინანსებისთვის  პრეოქტებზე გამოყოფილი თანხის 5% ადგილობრივ ბიუჯეტში  გაითვალისწინოს. პროექტების შესრულებისთვის საჭირო თანხის 5% კი (დაახლოებით 150 ათას ლარს) როგორც ამას, კანონი ითვალისწინებს  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

    მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ასევე სოფლის მხარადამჭერი პროგრამის შესახებ ისაუბრა და ადმინისტრაციული ერთეულის წაწარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთონ და სამუშაოების შესრულებაზე მაქსიმალური მონიტორინგი განახორციელონ. 

    9 თებერვალი 2016

    ნანახია: 447 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი