{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საჯარო მოხელეთა  კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  თანხები გამოიყოფა

    ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე გამგებელმა, საჯარო სექტორში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. კობა ლურსმანაშვილის  გამანარტებით, მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები სამსახურებსა და განყოფილებებში, რომელიც საზოგადოებისათვის მალე გახდება ცნობილი.

    კობა ლურსმანაშვილმა ასევე მიმართა საფინანსო–საბიუჯეტო  სამსახურის უფროსს, ვლადიმერ გელაშვილს, რომ დამატებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საჯარო მოხელეებისათვის  თანხები გამოიყოს. „არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ  საჯარო მოხელეთა შესარჩევ   კონკურსებში ხარაგაულმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, ასევე,  რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ გვერდმაც  სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით კვლევებში მაღალი შედეგები აჩვენა. ჩვენი  ვებ გვერდის საშუალებით მოსახლეობას შეუძლია გაეცნოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე განხორციელებულ პროექტებს  და ყველა სიახლეს. ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის  კუთხით ხარაგაული  ათ საუკეთესო მუნიციპალიტეტს  შორის მოხვდა. ხარაგაულის მოსახლოების უმრავლესობამ, და არა მარტო, ხარაგაულის,  გამგეობის და გამგებლის მუშაობა დადებითად შეაფასა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა გამოიკვეთენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ხარაგაულის წარმატებები რაღაც ფორმით გადაფარონ. გასული სამი წლის განმავლობაში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლებზეც ჯამში დაახლოებით 19 მილიონი ლარი გაიხარჯა. გამოჩნდენენ პიროვნებები და 900  ლარიანი პროექტი გააკრიტიკეს, ამიტომ ერთხელ კიდევ მოგიწოდებთ გამგებლის წარმომადგენლებს რომ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდოთ თქვენ ადმინიტსრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოებს. თუ რაღაც ვერ იქნება წესრიგში ამაზე პასუხი თქვენ მოგეთხოვებათ.“ 

     

    9 თებერვალი 2016

    ნანახია: 714 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი