{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული

    საქართველოს მთავრობის 4 თებერვლის N54 დადგენილებით  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დამტკიცდა. პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

    მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია პროექტების თანადაფინანსება, როგორც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების სახსრებით.

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დასახლებებზე თანხის გაანგარიშებას შემდეგი პრინციპის დაცვით ახდენს:

    ერთიდან 200 სულის ჩათვლით დასახლებისთვის - 4 000 ლარი;

    201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისთვის - 5 000 ლარი;

    401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისთვის - 8 000 ლარი;

    1 000-ზე მეტ სულიანი დასახლებისთვის - 12 000 ლარი.

    დასახლებისთვის თანხის ხარჯვის მიზნობრიობა დგინდება მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვით ან საერთო კრების ჩატარებით, რაც საერთო კრების ოქმში აისახება. საერთო კრების ოქმს დასახლების წარმომადგენელი წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ეს უკანასკნელი ამზადებს ინფორმაციას და საორიენტაციო თანხის შესახეb უთანხმდება სამინისტროს.

    მთავრობის დადგენილებაში ასევე  წერია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას ან რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას და შესყიდული სამუშაო პირდაპირ უნდა აისახებოდეს მოსახლეობის მატერიალური, ყოფითი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. 

    დადგენილების მე-3-ე მუხლის მე-3 პუნქტში ხაზგასმით წერია, რომ მოსახლეობის საერთო ინტერესების გათვალისწინებით დასაშვებია რამდენიმე დასახლებისთვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ დასახლებების საერთო პრობლემების გადასაწყვეტად.

    სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით.

    „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობას და შესრულების მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

    როგორც ჩვენთან საუბარში გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონიმიკის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ფხალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საერთო კრბების ჩატარება მას შემდეგ დაიწყება, როდესაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა გახდება ცნობილი. 

    9 თებერვალი 2016

    ნანახია: 480 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი