{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილების შესახებ იმსჯელეს

     

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო ცვლილების შესახებ იმსჯელეს.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსაო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა ბიუროს წევრებს 4 თებერვალს გამოცემული მთავრობის N175 განკარგულება გააცნო. განკარგულების თანახმად რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  2 364 578 ლარი გამოიყო. როგორც გამგეობის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურის უფროსმა მალხაზ ფხალაძემ ბიუროს სხდომაზე განმარტა უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და პროექტების განსახორციელებლად სამუშაოები გაზაფხულზე უკვე დაიწყება. ასევე სუბსიდიის სახით 4 000 ლარი გადაეცემა ა(ა)იპ „მუნიციპალური მართვისა და სპორტის განვითარების ცენტრს, კომუნალური ხარჯების დაფარვის მიზნით.  

    სხდომაზე ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ გელაშვილმა, ფონდებიდან დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართალია მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორცილება, მაგრამ ჩემში ეს ყოველივე იწვევს სუბიექტურობის განცდას, ხოლო ნადაბურის მოსახლეობაში დეპუტატის არააქტიურობას. არსად არაა ნადაბური ნახსენები, ეს იწვევს ორმაგ დამოკიდებულებას. ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში 36 ბაღის ასაკის ბავშვია ამჟამად, ისეთ სოფებში გაიხსნა და მათ შორის წელსაც შენდება ბაღები, სადაც უფრო ნაკლები კონტიგენტია, სწორედ ამიტომ მიჩნდება სუბიექტურობის განცდა.

    რეგიონული განვითარების ფონდიდან  დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა და მიხეილ გელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი. „ვფიქრობ, რომ წინ საკმაოდ წარმატებული 2016 წელი გველის. ხარაგაულში არაერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტურქტურული პროექტი განხორციელდება. ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა მადლობას გამოთქვამს ყველა იმ თანამდებობის პირისა და სტრუქტურის მიმართ, რომელთაც ჩვენს სოფელში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.   მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ თანხების დროულად ათვისებას. მართალია, არსებული ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე ყველაფერს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ პრიორიტეტები სწორად უნდა შეირჩეს. მე ვეთანხები ჩემს კოლეგას, რომ ნადაბურში ბაღი უნდა აშენდეს, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ მისი აზრით, პრობლემის მოუგვარებლობა არა რესურსების არ ქონაში, არამედ მაჟორიტარი დეპუტატის პასიურობაში ან სუბიექტურ მიდგომებშია. რაში გამოიხატება სუბიექტური მიდგომა ეს გაუგებარია. აღნიშნული პროექტები   მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინიცირებული და  საკრებულოს მიერ მოწონებული იყო,ასევე პროექტები დამტკიცდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ და არა კონკრეტული პირის მიერ. სად ხედავთ სუბიექტრობას? თქვენ კითხვის ნიშანს სვამთ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე ცნეტრალური ხელისუფლების მიმართ?! ამ მიდგომას  ნამდვილად ვერ გავიზიარებ“ - აღნიშნავს ვარლამ ჭიპაშვილი.  

     საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ თუ შეიძლება რაღაც ცვლილება მოხდეს პროექტებში ან ტენდერებით რაიმე თანხები დაიზოგოს, ჩვენ მზად ვართ ნადაბურში  საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს მხარი დავუჭიროთ.  „მივმართავთ  გამგეობას ოფიციალური წერილით, რათა მოამზადოს ნადაბურის საბავშვო ბაღის პროექტი და თუ ამისთვის თანხები გამოჩნდება,  საკითხზე აუცილებლად ვისმჯელებთ“.

    ხვალ, 9 თებერვალს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. 

     

    8 თებერვალი 2016

    ნანახია: 445 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი