-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


18 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა
18 დეკემბრის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. როგორც გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტი მრავალჯერ განიხილეს და მიღებული შენიშვნების 95%-იც გაითვალისწინეს.
საკრებულოს წევრმა ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ გელა გოლუბიანმა, 2016 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს, სხდომაზე განაცხადა: „ჩემი აზრით, წყალმომარაგებაში თანხები უაზროდაა გაფლანგული. ხარაგაულს თავისუფლად შეიძლება ჰქონდეს წყალი 24 საათიანი გრაფიკით“. მან ასევე გააკრიტიკა საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009“– ის სუბსიდირების საკითხი და აღნიშნა: „თავად ფეხბურთის ფედერაციაშია დღეს კორუფცია და ჩვენი გუნდი სწორედ ამიტომ დაუშვეს პირველ ლიგაში. 6 თვის შემდეგ „ჩხერიმელა“ მაინც ვერ იარსებებს. ჯობია ეს თანხები მომავალი თაობების აღზრდაში ჩავდოთ, ისინი უკეთეს შედეგს მოიტანენ.“
მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, ბიუჯეტის მიმართ გელა გოლუბიანის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს უპასუხა: როგორი შენიშვნებიც გაქვთ წარმოდგენილი სწორედ ასეთივე დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ბიუჯეტისადმი. მე არ ვარ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ ლობისტი და ვერც მის დაშლას დავუდგები წინ. გაუაზრებლად საუბრობთ წყალმომარაგებასთან დაკავშირებითაც. ხარაგაულში წყლის მიწოდების გრაფიკი, რომ მოვაწესრიგოთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თანხმობა უნდა მოგვცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა დაიკარგება. თქვენ ა(ა)იპ–ების დაფინანსების საკითხსაც აკრიტიკებთ, მაგრამ როცა მათ რეორგანიზაციაზე ან ლიკვიდაციაზე ვსაუბრობ მეწინააღმდეგებით და განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავთ. არც ერთი ა(ა)იპ-ი მე არ შემიქმნია, ამიტომ მე ამაში ნუ გამრევთ. თქვენ შეგიძლიათ ამ საკითხზე ედავოთ თქვენს მეგობარს და კოლეგას იური ლურსმანაშვილს, რომელიც საკრებულოს წევრი იყო, მაშინ როცა ეს ა(ა)იპ-ები იქმნებოდა. არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი არ არის დასაქმებული არსად. სწორედ იმიტომ ვუზრდით, ა(ა)იპ-ებს დაფინანსებას, რომ თქვენმა დასაქმებულმა ოჯახის წევრებმა აიღონ ხელფასი. ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“, სადაც, სხვათაშორის თქვენი შვილია დასაქმებული, 6 000 ლარს ვუმატებ იმიტომ, რომ ხელფასები არ ჰყოფნით.“
2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას საკუთარი აზრი გამოხატა ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა, მიხეილ გელაშვილმა: „ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ა(ა)იპების დაფინანსებაში მიდის. ისინი ვიწრო წრეში არიან მოქცეულნი და როგორც ნადაბურის დეპუტატი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთ ა(ა)იპ-ს ჩემი ადმინისტრაციული ერთეულისათვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან სხვა ადმინისტრაციული ერთეულებიც. შენიშვნები მაქვს მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნასთან დაკავშირებით. მარშრუტები ისეთი სოფლებიდან დადის, რომლებიც ისედაც ახლოსა არიან დაბასთან. ნადაბურის მოსახლეობას ტრანსპორტი სჭირდება. ვფიქრობ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში თანხები სოფლებზე არასწორადაა განაწილებული.“-განაცხადა ნადაბურის დეპუტატმა.
საბოლოოდ, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას „რესპუბლიკელებმა“ და „კონსერვატორებმა“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. სხდომაზე, დეპუტატის ბიურომ 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ნოდარ ებანოიძის პოზიცია წარმოადგინა. მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ხარაგაულის 2016 წლის ბიუჯეტი მხოლოდ 9–10 თვეზეა გათლილი და თავისთავად, იგი რისკების მატარებელი ბიუჯეტია.
21 დეკემბერი 2015
ნანახია: 584 - ჯერ