{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საახალწლო ღონისძიებებს ხარაგაულში ფოლკლორული ანსამბლი ,,იბერი“  გახსნის

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,  სპორტის და ახალგზარდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, საახალწლო კვირეული ხარაგაულში საინტერესო და დატვირთული იქნება.

    საახალწლო ღონისძიებებს ხარაგაულში ფოლკლორული ანსამბლი ,,იბერი „ გახსნის.

     23- დან 29 დეკემბრის ჩათვლით ხარაგაულის კინოთეატრში საახალწლო  ფილმების ჩვენება გაიმართება, დასაწყისი 14 საათზე.

    21 დეკემბერს- სოფელ ზვარეში კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი გამართვას სპექტაკლს ,, კომბლე“.

    17-25 დეკემბრის ჩათვლით ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში საახლწლო ღონისძიებები ჩატარდება.

    15-29 დეკემბერს გაერთიანებაში შემავალ ბაღებში ასევე ნაჩვენები იქნება თოჯინების თეატრი ,,მაშა და დათვი“, დასაწყისი 13 საათზე.

    22 დეკემბერს 13 საათზე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, პროექტის ,,ჩვენი პატარა ხელებით“ ფარგლებში საახალწლო აქსესუარების დამზადება მოხდება.

    25 დეკემბერს 12:00 საათზე  N2 საჯარო სკოლის IV კლასის( პედ.ლია სანიკიძე) მოსწავლეები და საბავშვო ბიბლიოთეკა  გიწვევთ საახალწლო სპექტაკლზე _ ,,ზამთრის ზღაპარი".

    25 დეკემბერს - შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა საახალწლო კლასიკური მუსიკის საღამოზე გიწვევთ. დასაწყისი 15 საათზე.

    28 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით,  კინოთეატრის შენობაში გაიმართება საახალწლო კონცერტი. დასაწყისი 15 საათზე.

    29 დეკემბერს 15 საათზე მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი ხარაგაულის კინოთეატრში ,,საახალწლო კარნავალს“ გამართავს.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები კინოთეატრის შენობაში 30 დეკემბერს 15 საათზე საახალწლო კარნავალზე გეპატიჟებათ.

     

     

    19 დეკემბერი 2015

    ნანახია: 910 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი