{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საუკეთესო მოთამაშეებისაგან შემდგარი გუნდი მონაწილეობას „მან–სან–კანის“ იმერეთის სუპერ ფინალში მიიღებს

    დღეს, ხარაგაულის კინოთეატრში „მან-სან-კანის“ ფინალური შეხვედრა გაიმართა. სასკოლო ჩემპიონატში ერთმანეთს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა, წმ. ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზია, დაბის N3 და ხევის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული N3 საჯარო სკოლის გუნდი „რკინიგზელები“ გახდა. მეორე ადგილზე გავიდა წმ. ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზიის გუნდი „ჭირიმე,“ ხოლო მესამე ადგილი ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდმა „სიცილიუმმა“ მოიპოვა.
    ჟიურის ნომინაცია – „საუკეთესო მოთამაშე გოგო“ სასულიერო გიმნაზიის გუნდის წარმომადგენელს ნინო ჭიპაშვილს, ხოლო ნომინაცია – „საუკეთესო ბიჭი“ გუნდ „რკინიგზელების“ მოთამაშეს საბა ცხოვრებაძეს გადაეცა.
    დასახელებული საუკეთესო მოთამაშეებისაგან შემდგარი ხარაგაულის ნაკრები გუნდი მონაწილეობას ქუთაისში გამართულ იმერეთის სუპერ ფინალში მიიღებს, რომელიც მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

      

      

     

     

    16 დეკემბერი 2015

    ნანახია: 1442 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი