{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მომავალი წლის ბიუჯეტში  სკოლის რემონტისათვის  25 ათასი ლარია გათვალისწინებული

    13 დეკემბერს რუსთავი 2 -მა საკუთარი ეთერი,ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის პრობლემებს დაუთმო და  გადაცემა ,,P.S” -ში გასულ სიუჟეტში არსებული მდგომარეობის  შესახებ სრულიად საქართველოს ვრცლად მოუთხრო. ჩვენ გულწრფელად ვიზიარებთ იმ გულისტკივილს რაც სიუჟეტში იყო ასახული. სიუჟეტის გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ  ადამიანები, რომლებიც წმ.ანდრია პირვლწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პრობლემების მოუგვარებლობაში  ადგილობრივ თვითმმართველობას ადანაშაულებენ. მათთვის ვინც  ცდილობს შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში განვმარტავთ.

    სამართლებრივი მხრივ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია  კერძო სკოლაა, რომელიც სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს 50 წლის ვადით, უსასყიდლო უზურფრუქტით  გადაეცა. კერძო სკოლას აქვს თავისი წესდება და დებულება, რომლის თანახმადაცკერძო სკოლის თითოეულ მოსწავლეს სახელმწიფო აფინანსებს  ვაუჩერული დაფინანსებით - 300 ლარი წელიწადში, რომელიც ყოველთვიურად დაგვიანების გარეშე ერიცხება აღნიშნულ სკოლას. გიმნაზიის არსებობისათვის აუცილებელი დამატებითი თანხები საპატრიარქომ უნდა გასცეს  და აქ ადგილობრივი თვითმმართველობა ვერანაირად ვერ ჩაერევა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კერძო სკოლისთვის თანხების გამოყოფა კანონს ეწინააღმდეგება. მიუხედვად ამისა,ადგილობრივმა თვითმმართველობამ არაერთხელ გამონახა სამართლებრივი გზა, რომ სკოლას ინსფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გარკვეული დახმარებები გასწეოდა. კერძოდ: მოხდაეზოს შემოღობვა, შეკეთდა სკოლის დერეფნები და მოწესრიგდა ერთი სასწავლო ოთახი. აღნიშნულ პრობლემაზე, რომ ფიქრობს ადგილობრივი ხელისფლება ამის დასტურია თუნდაც, ის რომ მომავალი წლის ბიუჯეტში  სკოლის რემონტისათვის  25 ათასილარი არის გათვალისწინებული.რელიგიის საკითხთა სააგენტოდან მიღებულია თანხმობა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ხარაგაულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 25 ათასი ლარიდახარჯოს.  თანხმობის მიღებამდე მოთხოვნა წარდგენილი იყო 50 ათას ლარზე.  რაც შეეხება მორალურ მხარდაჭერას, ადგილობრივი თვითმმართველობა მუდმივად ინფორმირებულია სკოლის პრობლემებთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ცდილობს მის მხარადაჭრას. ადგილობრივი ბიუჯეტიდან იფარება სკოლის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი,  ასევე ხდება საშეშე მერქნის შეძენა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის  კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით გიმნაზიის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ იმ წამახალისებელი პროგრამებით,  რომლებიც საჯარო სკოლებშია, საჩუქრად გადაეცემათ ლეპტოპები, ან ფულადი თანხა(420 ლარი) ჯილდოს სახით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი არაერთხელ შეხვდა სკოლის პედკოლექტივს და სკოლაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ეს  პრობლემა სამწუხაროდ რამდენიმე წელიწადია დგას და ის დღეს არ დაწყებულა, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა ადგილობრივ თვითმმართველობას არ ხელეწიფება. ვფიქრობთ, დროა, პრობლემა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს დადებითად გადაწყდეს. 

     

     

    15 დეკემბერი 2015

    ნანახია: 1002 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი