{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 2-3 დეკემბერს ხარაგაულში ლექცია-სემინარები არტერიულ ჰიპერტენზიაზე გაიმართა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“ (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) დაავადებათა პრევენციის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა დაავადების შესახებ ხარაგაულის მოსახლეობის ინფორმირებას აგრძელებს.
    2-3 დეკემბერს ხარაგაულის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის თანამშრომელმა, იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწე ნანა ბერაძემ, ლექცია-სემინარები ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკისა და N1 საბავშვო ბაღის დარბაზებში გამართა. აღსანიშნავია დამსწრეთა მაღალი აქტიურობა და ჩართულობა. რა არის არტერიული ჰიპერტენზია, რა დამახასიათებელი ჩივილები ახასიათებს მას და როგორ უნდა გავისინჯოთ წნევა - სწორედ ამ თემებზე ესაუბრა ნანა ბერაძე დამსწრე საზოგადოებას.
    მარინა ბუაჩიძე(საბავშვო ბაღის თანამშრომელი): „სრული და გასაგები ინფორმაცია მივიღე არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ. მე თავად მაწუხებს ეს დაავადება და სამწუხაროა, რომ მისი მკურნალობის გზების შესახებ აქამდე არასწორი ინფორმაცია მქონდა. პრევენციის მთავარი მიზანი ისაა, რომ ადამიანმა შეიტყოს დაავადების შესახებ, დაფიქრდეს და დაიწყოს ზუსტი მკურნალობა. ეს მიზანი ჩემს შემთხვევაში მიღწეულია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს და ჩვენს დღევანდელ ტრენერს, ნანა ბერაძეს.“
    ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ირმა სებისკვერაძემ: „ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი ძალიან აქტიურია. დაგვიკავშირდნენ და არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ლექცია-სემინარის ჩატარება შემოგვთავაზეს. მიხარია, რომ ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციასთან ეს პრეზენტაცია შედგა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსს ჩვენთან აქტიური თანამშრომლობისათვის.“

     

    4 დეკემბერი 2015

    ნანახია: 400 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი