{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამგეობის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურმა ორ ადგილზე დასაქმებული 44 ადამიანი გამოავლინა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გამგებლის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრას გამგებლის მოადგილეები და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელი მოწვეულ თათბირზე ხარაგაულის ა(ა)იპ ების მუშაობის საკითხს შეეხო და დასძინა, რომ 2016 წლისათვის ა(ა)იპ -ების მიერ მოთხოვნილი თანხები, მათ მიერ რეალურად გაკეთებულ საქმეზე ბევრად მეტია: „ხალხური შემოქმედების სახლს“ იმაზე მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე გასულ წლებში ჰქონდა. ამბობენ, რომ გამგებელი „ხალხური შემოქმედების სახლს“ დახურვით ემუქრება. მე არავის არ ვემუქრები, მე ვაპირებ დავამყარო წესრიგი. „ხალხური შემოქმედების სახლს“ საინტერესოა, რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულში თუ ჩაუტარებია რაიმე ღონისძიება. ხარაგაულის სახალხო თეატრი აქტიურად თანამშრომლობს ა(ა)იპ „კულტურის ცენტრთან“, მათ თოჯინების თეატრით მთელი მუნიციპალიტეტი შემოიარეს, მაგრამ ეს მხოლოდ ინდივიდების დამსახურებაა. მართალია კულტურის სფეროში მოღვაწე ა(ა)იპ-ები მუშაობენ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. მათ აქვთ რესურსი, გავიდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში და სოფლის მოსახლეობას უფრო ახლოს გააცნონ ხარაგაულის შემოქმედება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რამდენიმე ა(ა)იპ-ის საქმიანობა გადასახედია. ამიტომ ჩვენ შევალთ საკრებულოზე ა(ა)იპ-ების გაერთიანების ინიციატივით. ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ხარაგაულში 17 ა(ა)იპი არსებობდეს“.
    მუნიციპალიტეტის გამგებელმა თათბირზე ასევე ისაუბრა იმ პიროვნებებზე, რომლებიც ორ ადგილზე არიან დასაქმებული და აღნიშნა, რომ გამგეობის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით, ხარაგაულში ასეთი 44 ადამიანია გამოვლენილი. კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან ეს ასე აღარ იქნება. „არ შეიძლება ერთი პიროვნება იყოს დასქმებული ორ სამსახურში და სხვას ერთიც არ ჰქონდეს“.

     

    3 დეკემბერი 2015

    ნანახია: 3674 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი