{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ()იპხარაგაულკეთილმოწყობისდირექტორად თემურ ფურცელაძე დაინიშნა

     ა(ა)იპ  ,,ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორად ა(ა)იპ  „ხარაგაულდასუფთავების“ ყოფილი დირექტორი თემურ ფურცელაძე დაინიშნა.  კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ პაატა გოგოლაძემ წარუდგინა.

     შეგახსენებთ, რომ  ა(ა)იპ  ,,ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილი დირექტორი მიხეილ ჭიპაშვილი  მუნიციპალიტეტის გამგებელმა 30 ნოემბერს ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლა. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად  მითითებულია შემდეგი: „ჩატარებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების შედეგად, გამოვლენილ იქნა ა(ა)იპ ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორის, მიხეილ ჭიპაშვილის  ქმედებაში ეთიკის ნორმების, ქცევის  სტანდარტების დარღვევა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, რითაც არსებითი ზიანი მიადგა საჯარო ინტერესებს“.  

    „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორად თემურ ფურცელაძის დანიშვნით, თანამდებობრივი გადანაცვლება მოხდა. გამგებლის პირველი მოადგილის პაატა გოგოლაძის ინფორმაციით გადანაცვლება ყოველგვარი კანონის დაცვით მოხდა. „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორად კი ნოდარ სხილაძე  დაინიშნა. იგი დასუფთავების სამსახურში ამ დრომდე მთავარ ინჟინრად მუშაობდა.

     

     

    2 დეკემბერი 2015

    ნანახია: 1052 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი