{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • წლის საუკეთესო ინოვაციური პროექტი, საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირი ეთერით 31 დეკემბერს გამოვლინდება

    ,, წლის საუკეთესო ინოვაციური პროექტი“ ასე ეწოდება ინიციატივას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის. ახალი ინიციატივის იდეაა გამოვლინდეს 2015 წლის მოვლენა ადამიანი ან ინსტიტუცია, რომელიც თავისი საქმიანობით ამ ტიტულს იმსახურებს. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ინოვაციებში, საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირი ეთერით 31 დეკემბერს გამოვლინდება. კონკურსში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროდან 3 ნომინანტია წარდგენილი. მათ შორისაა პრეპარატი ბიორაგი, რომელიც უნიკალური შემადგენლობის გამო მოსავლის რაოდენობას ზრდის და ეკონომიურად სუფთა, სამკურნალო პროდუქტს იძლევა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მხარი დაუჭირა პროექტს „ქართველი მეცნიერების მიღწევების დანერგვა სოფლის მეურნეობაში ბიოენერგოაქტივატორების გამოყენებით“ და ბენეფიციართა გარკვეულ ნაწილს ბიონერეგოაქტივატორი უფასოდ გადაეცა. ხარაგაულში მიმდინარე წელს ბიორაგის გამოყენების საპილოტე პროგრამა რამდენიმე სოფელში ამოქმედდა. აღნიშნული ნივთიერებით დაინტერესდნენ გლეხები, მცირე ფერმერები, მეწარმეები. პროგრამაში ჩართულობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სოფელ ხიდარში დაფიქსირდა. აქაურმა გლეხებმა ბიორაგის ეფექტურობა სიმინდის მოსავალსა და ყურძენზე გამოსცადეს.


    ბიორაგი არის ნივთიერება, რომელიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს და მისი სწორად გამოყენება ორმაგად ზრდის მოსავლიანობას. შაქრო ბერაძე ( სოფელ ხიდრის მცხოვრები): „საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ნივთიერება. სიმინდის ერთ ღეროზე სამი ტარო გამოვიდა, თავად ტაროები კი, საკმაოდ დიდი და მსხვილმარცვლიანია. გასულ წელთან შედარებით ორმაგად გაზრდილი მოსავალი მივიღეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნივთიერება ქიმიური სასუქი არაა და იგი ბიოლოგიურად უსაფრთხოა“.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროექტის კოორდინატორი გამგებლის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში, მურმან არჯევანიძე გახლავთ.
    წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში 31 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გამოვლინდება. მანამდე კი ჩაერთეთ პროპექტში ,, წლის საუკეთესო ინოვაციური პროექტი“ და ხმა მიეცით თქვენს რჩეულს.


     ხმის მიცემა შესაძლებელია მოცემულ ლინკზე 

     

     

    2 დეკემბერი 2015

    ნანახია: 1155 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი