{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის „მან სან კანის“ ფინალი 22 დეკემბერს გაიმართება


    ხარაგაულში, უკვე ორი დღეა, დასავლეთ საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ფედერაციის ინიციატივით ,,მან სან კანი“ –ს სასკოლო ჩემპიონატი იმართება. „მან სან კანი“ იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება და მასში საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.
    ხარაგაულის „მან სან კანის“ ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: დავით კიკნაძე, დავით ჩადუნელი, მამუკა ჭიპაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი, ბექა ხიჯაკაძე და რამაზ კილასონია.
    „მან სან კანი“ –ის პირველი შეხვედრის გამარჯვებული ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა (45 ქულა) და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (44 ქულა) გახდა.
    დღეს, გამართულ „მან სან კან“–ში გამარჯვება №3 საჯარო სკოლის გუნდმა „რკინიგზელებმა“ (41 ქულა) და ხევის საჯარო სკოლის გუნდმა „wifi” (36 ქულა) მოიპოვა. ხევის სკოლის მსგავსად 36 ქულა ჰქონდა ვახანის სკოლის გუნდს „ვახახანელებს“. ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე გამარჯვებული ხევის სკოლა გახდა.
    სასკოლო ჩემპიონატის დასასრულს მხიარულთა და საზრიანთა ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე რამაზ კილასონიამ აღნიშნა: „თამაშს იმერეთის რეგიონის მასშტაბით ვაკეთებთ, ამჟამად 4 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მათ შორის, ერთ–ერთია ხარაგაულია, სადაც საახალწლოდ დავასრულებთ ჩემპიონატს. ძალიან კარგი იყო გუშინდელი თამაში, მინდა ოთხივე გამარჯვებულ გუნდს მივულოცო და წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, ხარაგაულში ეს კონკურსი პოპულარული გახდება, რადგან ბავშვების მონდომება დიდია და საამისო პოტენციალიც აქვთ. ბევრი რაიონისგან გამოირჩევიან ეს ბავშვები და ვიმედოვნებ ქუთაისში გამართულ იმერეთის სუპერ ფინალზე, მესხიშვილის თეატრში, ხარაგაული ძალიან ძლიერ ნაკრებს ჩამოიყვანს. 22 დეკემბერს იგეგმება ფინალის ჩატარება. ფინალში იქნება 3 დავალება : მისალმება, კითხვა–პასუხი და საახალწლო სიმღერა.“
    №3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჭყოიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „მართალია, დაძაბულები ვიყავით, მაგრამ ვფიქრობ, ღირსეულად წარვდექით მაყურებლის წინაშე. ჩემპიონატისთვის აქტიურად ვემზადებოდით და სკოლაც ყველანაირად გვერდით გვედგა. ფინალშიც ძლიერი კონკურენტები გვყავს, შესაბამისად, ბევრი მუშაობა მოგვიწევს და იმედია, გავიმარჯვებთ.“

       

      

     

     

    1 დეკემბერი 2015

    ნანახია: 505 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი